fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენი – ევროპაში გურმანებისთვის საუკეთესო დედაქალაქების სიის სათავეში

გურმანებისთვის საუკეთესო ქალაქების ათეულში ათენი საპატიო ადგილს იკავებს. როგორც ირკვევა, საბერძნეთის დედაქალაქი ევროპის დედაქალაქების მასშტაბით პირველია, რომელსაც გურმანი ადამიანები ირჩევენ კერძების დასაგემოვნებლად.

აღნიშნული კვლევა TripAdvisor-ის მიერ ჩატარდა და შეეხო ჯამში 235.000 რესტორანს, სხვადასხვა კოეფიციენტების დათვლის შემდეგ გამოვლინდა ინდექსი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ დედაქალაქში გურმანები ირჩევენ რესტორნებს გემრიელი საკვების და დაბალი ფასების გამო.

შესაბამისად, ათენი ამ სიაში პირველია, შემდეგ მოდის ბელგრადი და სოფია, ტირანა, ვალეტა, ლისაბონი, ვილნიუსი, ბრატისლავა, ზაგრები და ბუქარესტი.

რაც შეეხება ყავას, მოგზაურები უფრო მეტად ამ მხრივ სოფიას ირჩევენ, შემდეგ მოდის ბუქარესტი და ათენი.

onalem

ტესტ