fbpx
საბერძნეთი

“ქვითარი, თუ შეიძლება” – საბერძნეთის შემოსავლების ორგანო მოსახლეობას ქვითრების მოთხოვნისკენ მოუწოდებს

საბერძნეთის საჯარო შემოსავლების დამოუკიდებელმა ორგანომ (ΑΑΔΕ) წარმოიწყო კამპანია “ქვითარი თუ შეიძლება” (Apodixi Please), რომელიც მიმართულია მოსახლეობის და განსაკუთრებით ტურისტებისკენ, რათა იცოდნენ საკუთარი სამომხმარებლო უფლებების შესახებ.

“საბერძნეთის კანონმდებლობის მიხედვით, ყველა სასტუმრო, რესტორანი, ბარი, კაფე და ზოგადად, მომსახურების ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, რომ გასცეს შეძენილი პროდუქტის შესაბამისი ქვითარი. თუ ქვითარს არ იღებთ, არ იხდით!” – ასეთია ΑΑΔΕ-ს განცხადება.

აქედან გამომდინარე, კლიენტებმა ყოველთვის უნდა მოითხოვონ ქვითარი, როდესაც რაიმეში თანხას იხდიან: “ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ გადაიხდით, გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ქვითარი და თუ მას არ იღებთ, არ ხართ ვალდებული, რომ გადაიხადოთ. აი ასე მარტივად! უთხარით ბერძნულად: “აპოდიქსი” (Apodixi please)”.

აღნიშნული კამპანია მიმართულია შემოსავლების სახელმწიფოსგან დამალვის წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით ჭარბობს საზაფხულო სეზონზე კუნძულებზე.

onalem

ტესტ