fbpx
კატეგორიის გარეშე

დასვენების დღეები 2022 წელს – როდის არის “სუფთა” ორშაბათი და აღდგომა

2022 წელს გაზაფხულიდან საკმაოდ ბევრჯერ უწევს სამი დასვენების დღე ერთად, ანუ შაბათ-კვირა და კიდევ ერთი დღე, ორშაბათი ან პარასკევი, რაც საუკეთესო ვარიანტია დედაქალაქისგან თავის ცოტა ხნით დასაღწევად ან უბრალოდ სახლში განსატვირთად.

პირველი სამდღიანი დასვენება 2022 წელს “სუფთა” ორშაბათია, რომელიც 7 მარტს უწევს, შემდეგი კი, 25 მარტს, რომელიც პარასკევია და კვირამდე შეგიძლიათ ისიამოვნოთ უქმეებით. ცხადია, თუ შაბათ-კვირასაც ისვენებთ.

კერძოდ, სადღესასწაულო უქმე დღეები ასე გამოიყურება:

“სუფთა” ორშაბათი – 7 მარტი.

ღვთისმშობლის ხარება – 25 მარტი.

წითელი პარასკევი – 22 აპრილი.

დიდი შაბათი და შესაბამისად, აღდგომის კვირა – 23 და 24 აპრილი.

აღდგომის ორშაბათი – 25 აპრილი.

შრომის დღე – 1 მაისი, რომელიც კვირაა, მაგრამ შესაძლებელია სხვა დღეს აღინიშნოს.

სულიწმინდის დღე – 13 ივნისი (ორშაბათი).

ღვთისმშობლობა 15 აგვისტო (ორშაბათი).

onalem

ტესტ