fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სიმსივნით და კოვიდით დაავადებული ქალი მანქანაში 10 საათი იცდიდა, რომ საავადმყოფოში საწოლი გათავისუფლებულიყო

შემთხვევა, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, კარგად აღწერს იმ მდგომარეობას, რაც კრეტას საავადმყოფოებში ბოლო ორი კვირის მანძილზე ფიქსირდება. ირკვევა, რომ 68 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა, საავადმყოფოს გარეთ 10 საათის მანძილზე იცდიდა.

როგორც პაციენტის ქალიშვილი ამბობს, მის დედას მკერდის სიმსივნე აქვს და გარკვეულ თერაპიას გადის. უკვე 6 დღეა, რაც კოვიდი დაუდგინდა და ექიმებმა ანალიზების გაკეთება მოსთხოვეს. გამომდინარე იქიდან, რომ ანალიზის პასუხები არ იყო დამაკმაყოფილებელი, უთხრეს, რომ ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებოდა. მან დედა საავადმყოფომდე მიიყვანა, მაგრამ უთხრეს, რომ ყველა საწოლი დაკავებული იყო და 10 საათის მანძილზე მანქანაში იცდიდნენ, ვიდრე რომელიმე პაციენტი იქაურობას დატოვებდა.

ირკვევა, რომ დედა-შვილი დილის 10 საათიდან საღამომდე იცდიდნენ, ვინაიდან უთხრეს, რომ 20:00 საათზე ერთი საწოლი გათავისუფლდებოდა, მაგრამ შემდეგ ისევ აცნობეს, რომ პაციენტმა პალატა არ დატოვა.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული, ვინაიდან საწოლები 100%-ით გადავსებულია და ყველა მათგანი განსაკუთრებული სირთულის პაციენტია. ეს არის მიზეზი, რომ ვერ ხერხდება სხვებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა.

onalem

ტესტ