fbpx
საბერძნეთი

სასუვლაკე მიკონოსზე, რომელიც სუვლაკის შემხვევს 3,600 ევროს ხელფასს სთავაზობს

კოსმოპოლიტური კუნძული მიკონოსი ნამდვილად სხვა სამყაროა, თავისი ფასებით, თუმცა, როგორც ჩანს, უკვე ხელფასებითაც…

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვაკანსიაშია აღნიშნული, ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტი, უფრო კონკრეტულად, სასუვლაკე, ეძებს სუვლაკის შემხვევს, რომელსაც სამსახურის დაწყების შემთხვევაში ხელფასი 3,600 ევრო ექნება. თუმცა, ეს არ არის საბოლოო თანხა, შესაძლებელია “გასაუბრება” და შესაბამისად, თანხის რაოდენობის გაზრდა.

ერთადერთი მოთხოვნა, რაც აღნიშნულ დაწესებულებას თანამშრომლის მიმართ აქვს, არის, რომ 2 წლიანი გამოცდილება ჰქონდეს აღნიშნულ სფეროში.

ამ ვაკანსიას 3.000-მდე ნახვა ჰქონდა და სავარაუდოდ, უკვე დასაქმდა რომელიმე დაინტერესებული პირი.

onalem

ტესტ