fbpx
საბერძნეთი

შოკი საბერძნეთში: მამა საკუთარ შვილზე 18 წელი ძალადობდა და გოგონამ მისგან ორი შვილი გააჩინა

შემთხვევა, რომლის შესახებაც ტელეკომპანია ΕΡΤ იუწყება, შემზარავი და ადამიანის გონებისთვის რთული გასააზრებელია. როგორც ირკვევა, კავალაში 51 წლის მამაკაცი საკუთარ ქალიშვილზე წლების მანძილზე სექსუალურად ძალადობდა.

საქმის მასალების მიხედვით, გოგონა ახლა 25 წლის არის და ძალადობრივი ქმედებები მინიმუმ 18 წელი გრძელდებოდა. ვინაიდან ახალგაზრდა გონებრივად ჩამორჩენილია, მამის შემზარავი დანაშაული ამდენი ხნის მანძილზე არ გამჟღავნებულა და როგორც გამომძიებლის წინაშე თავად აღიარა, შვილის ამ მდგომარეობით სარგებლობდა.

სამწუხაროდ, ეს ამ ამბის ყველაზე უარესი მხარე არ არის – გოგონა ორჯერ დაფეხმძიმდა საკუთარი მამისგან და ორი ბავშვი გააჩინა, რომლებიც 7 და 1 წლის არიან.

მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, ხომ არ გახდნენ მამისგან ძალადობის მსხვერპლნი მისი კიდევ ორი შვილიც, 20 და 23 წლის.

დღეს, პარასკევს, 51 წლის მამაკაცს კავალას პროკურატურაში გადაიყვანენ.

onalem

ტესტ