fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კოლონაკი: რას ამბობს 35 წლის მამაკაცი, რომელიც 50.000 ევროთი დატვირთული, მე-3 სართულიდან გადმოვარდა

კოლონაკში მომხდარი უჩვეულო ამბის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, კოლონაკში გუშინ გამთენიისას მე-3 სართულიდან გადმოვარდა მამაკაცი, რომელსაც თან 50.000 ევრო ჰქონდა. ის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელთა ოჯახიდანაა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულ ნივთებს ყიდის (ძირითადად ტანსაცმელს).

თავდაპირველად პოლიცია საქმეს იძიებდა კრიმინალური დანაშაულის შესაძლებლობის კუთხით, თუმცა, თავად 35 წლის მამაკაცი იუწყება, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ გადმოვარდნისას 50.000 ევრო ჰქონდა.

ის ფაქტობრივად სასწაულით გადარჩა, რადგან კორპუსი, რომლიდანაც გადმოვარდა საკმაოდ მაღალია. ვარდნისას პირველი სართულის აივანზე არსებულ მზისგან დამცავზე დაეცა, რამაც ის სასიკვდილო დაზიანებისგან იხსნა. არსებული ცნობებით, მხოლოდ ფეხებზეა მსუბუქად დაშავებული.

მიუხედავად იმისა, რომ თავად კრიმინალური დანაშაულისა და თვითმკვლელობის ვარიანტებს უარყოფს, პოლიცია მაინც აგრძელებს გამოძიებას, რათა დადგინდეს, ზუსტად რა მოხდა კოლონაკში არსებულ ბინაში, ვიდრე აივნიდან გადმოვარდებოდა.

onalem

ტესტ