fbpx
საბერძნეთი

შაბათ-კვირას ზაფხული ბრუნდება – რამდენი გრადუსით იმატებს საბერძნეთში ტემპერატურა?!

ამინდის გაუარესების შემდეგ, რამაც რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით თესალონიკში, სერიოზული პრობლემები გამოიწვია, სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ.

კერძოდ, კლეარხოს მარუსაკის პროგნოზით, დღეს მოსალოდნელია საკმაოდ ძლიერი ქარი, რომლის ძალაც გარკვეულ ტერიტორიებზე 8 ბალსაც მიაღწევს, თუმცა, კვირის ბოლომდე ნალექი საერთოდ არ არის ნავარაუდევი.

ატიკის რეგიონში დღეს მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება, თესალონიკში კი, 28 გრადუსი დაფიქსირდება.

როგორც ირკვევა, ტემპერატურა პარასკევიდან მოიმატებს და უქმე დღეებში 34-35 გრადუსამდე აიწევს, ქარი კი ნელ-ნელა შესუსტდება. შაბათსა და კვირას იდეალური პირობები იქნება სანაპიროებზე გასასვლელად, ვინაიდან საბერძნეთში ზაფხული სექტემბრის თვეშიც გრძელდება.

onalem

ტესტ