fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

“მშობლები მათ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდნენ” – მარუსში 17 წლის გოგომ 23 წლის მეგობარი დანის 40-ჯერ დარტყმით მოკლა

ჩატარდა მარუსში მოკლული 23 წლის გოგონას ცხედრის ექსპერტიზა და დეტალები, რომლებსაც ბერძნული მედია ავრცელებს, შოკისმომგვრელია. გამოძიების მასალების მიხედვით, ახალგაზრდას დაზიანებები მიყენებული აქვს არა ერთი, არამედ ორი დანით, ხოლო თავად ჭრილობების რაოდენობა 40-ია.

17 წლის მოზარდის ადვოკატი აცხადებს, რომ ორმა გოგონამ ერთმანეთი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით გაიცნო და მიუხედავად იმისა, რომ მათი მშობლები ამ ურთიერთობას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ, ეს ყველაფერი გაგრძელდა. ამასთანავე, ისინი საკმაოდ ახლოს ცხოვრობდნენ ერთმანეთთან.

ადვოკატი საუბრობს სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც 17 წლის გოგო დგას და განმარტავს, რომ ეს იყო “დანაშაული ვნების ნიადაგზე”. მეორეს მხრივ, ცნობილია მხოლოდ ერთადერთი განცხადების შესახებ, რომელიც დამნაშავემ გააკეთა. მისი სიტყვების მიხედვით, 23 წლის გოგომ უთხრა, რომ აღარ უნდოდა შეხვედროდნენ, რის გამოც, მან კონტროლი დაკარგა და მოკლა.

onalem

ტესტ