fbpx
საბერძნეთი

უბედური შემთხვევა ათენის ლუნა პარკში 4 დაშავებულით – 21 წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის ლუნა პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორის მდგომარეობა სერიოზულია. 24 წლის მამაკაცს ელენთა აქვს გახეთქილი და ჰოსპიტალიზირებულია, ხოლო 21 წლის გოგონა, გულმკერდის უმძიმესი დაზიანებებით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დანარჩენი ორი ახალგაზრდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოდან გაწერეს.

როგორც ირკვევა, საუბარია ატრაქციონზე, რომელმაც სიჩქარე არ შეამცირა და ოთხივე ადამიანი, რომელიც შიგ იჯდა, გარეთ გადაყარა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 25 წლის სტელიო, მედიასთან ამბობს, რომ თავზე 12 ნაკერი აქვს და სხეულზე სხვა დაზიანებებიც მიიღო. ის იმასაც ამატებს, რომ ლუნა პარკის წარმომადგენლები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ ინციდენტი მათი ბრალი იყო და ფეხზე თავად წამოდგნენ ატრაქციონზე ჯდომისას.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ლუნა პარკის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ ყველა ატრაქციონი გამართულია და მომხდარის მიზეზი არ არის რაიმე ტექნიკური პრობლემა ან უსაფრთხოების არასაკმარისი დონე. ამასთან ერთად დასძენს, რომ პარკის მფლობელი პირველივე წუთიდან დაშავებულთა გვერდით იმყოფება.

 

onalem

ტესტ