fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კაფეს 75 წლის მეპატრონეს თავს დაესხნენ, რადგან ყავის მომზადება დააგვიანა (ვიდეო)

დაუჯერებელი შემთხვევა კავალაში მოხდა, სადაც ერთ-ერთი კაფეს 75 წლის მეპატრონე სცემეს. ქალს სახეზე სისხლჩაქცები აღენიშნება და დაზიანებები აქვს მიღებული ასევე კისრის არეში, ეს ყველაფერი კი, იმის გამო, რომ შეკვეთის მომზადება დააგვიანა.

მომხდარი კაფეში არსებულმა კამერებმა დააფიქსირეს. 45 წლის მამაკაცი თავს დაესხა 75 წლის ქალბატონს, რომელმაც მისი ვაჟისთვის ყავის მომზადება დააგვიანა. მომხდარის შესახებ საუბრობს ქალბატონის, კლისთენი ძაკის ვაჟი, რომელიც აცხადებს, რომ უკვე მიმართეს ადვოკატს და კანონის ძალით იმოქმედებენ, რათა სამართლიანობა აღდგეს და დამნაშავე შესაბამისად დაისაჯოს, თავდასხმის გამო.

არსებული ცნობებით, 45 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა.

იხილეთ ვიდეო:

 

onalem

ტესტ