fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რესტორანში მაგიდის დასაჯავშნად დარეკეს და მეპატრონეს ანგარიშიდან 6,000 ევრო მოპარეს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში თაღლითობის ახალი სქემა “ამუშავდა”, რომელიც გარკვეული ხრიკების მეშვეობით ადამიანების ანგარიშებიდან დიდ თანხებს იპარავს.

კერძოდ, როგორც ირკვევა, შემთხვევა პატრაში მოხდა, სადაც ჯამში თაღლითური სქემის საშუალებით ჯამში 17.000 ევრო მიითვისეს. კონკრეტული პირები რეკავდნენ ტავერნებსა და რესტორნებში და ეუბნებოდნენ, რომ მაგიდის დაჯავშნა უნდოდათ და თანხასაც წინასწარ გადაიხდიდნენ, შემდეგ ითხოვდნენ, საბანკო ანგარიშს, რათა თანხა დაერიცხათ. საუბრის დასრულების შემდეგ, რესტორნების მფლობელი იღებდა მესიჯს, სადაც კონკრეტული მონაცემები უნდა დაედასტურებინა და სამწუხაროდ, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ საკუთარ პირად საბანკო კოდებს გასცემდნენ.

დადასტურების შედეგად თაღლითებს ეძლეოდათ წვდომა საბანკო ანგარიშებზე და იქიდან თანხებს ითვისებდნენ. წარმოუდგენელია, მაგრამ მათ შეძლეს მხოლოდ ორი ანგარიშიდან 6.000 და 11.000 ევროს მოპოვება.

მომხდარზე აღძრულია საქმე და პოლიცია პირველ ეტაპზე დამნაშავეთა ვინაობის დადგენას ცდილობს.

onalem

ტესტ