fbpx
საბერძნეთი

ათენი: როგორ ჩაატარებს პოლიცია ამიერიდან შემოწმებებს – ახალი გეგმა!

როგორც Cnn Greece იუწყება, საბერძნეთის პოლიციას დანაშაულთან საბრძოლველად ახალი გეგმა აქვს. როგორც ოფიცრებს გააცნეს, მათ მუშაობა უნდა გააძლიერონ, მაგრამ ამავე დროს, მეთოდები გაცილებით გაიოლდა.

მიხალის ხრისოხოიდის მიერ გამოთქმული უკმაყოფილების შემდეგ, ოფიცრები მუშაობას შეუდგნენ. თითოეულ პოლიციელს გადაეცა “ჭკვიანი მოწყობილობა”, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის თითის ანაბეჭდს წაიკითხავს.

უფრო კონკრეტულად, როდესაც ისინი ქუჩაში ვინმეზე ეჭვს მიიტანენ, შეეძლებათ მარტივად გააჩერონ მოქალაქე და შეამოწმონ მისი თითის ანაბეჭდები, რაც ნიშნავს, რომ ეჭვმიტანილის განყოფილებაში გადაყვანა აღარ იქნება საჭირო, ვინაიდან ისინი ელექტრონულად მიიღებენ ინფორმაციას, არის თუ არა აღნიშნულ პირთან რაიმე დანაშაული ან კანონდარღვევა კავშირში.

ამ დროისთვის დარიგებულია 1.200 “ჭკვიანი” მოწყობილობა, რომლითაც პოლიცია უკვე აქტიურად მუშაობს.

როგორც სამოქალაქო დაცვის მინისტრი, მიხალის ხრისოხოიდი აცხადებს, უახლოეს მომავალში ატიკის თითოეულ განყოფილებაში კრიმინალი 25%-ით მაინც უნდა შემცირდეს.

onalem

ტესტ