fbpx
საზოგადოება

ინციდენტი ათენში: “ერთი ულუფა საჭმელი მივაწოდე, მან კი ჩემზე იძალადა”

85 წლის ბერძენი ქალბატონი მედიასთან ღიად პირველად საუბრობს. მოხუცს ძალიან ერიდება იმ დეტალებზე საუბარი, რომლებმაც მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს. ის გაუპატიურების მსხვერპლი გახდა მამაკაცისგან, რომელმაც მისი სიკეთით ისარგებლა.

“ძილი დაკარგული მაქვს. შიშისგან კარებს ვკეტავ და ყოველდღე ექიმებში დავდივარ,” ამბობს ის ტირილით.

როგორც ქალი განმარტავს, 45 წლის მამაკაცი შეეცოდა და მას ერთი ულუფა საჭმელი მიაწოდა, მან კი ამით ისარგებლა და გააუპატიურა.

“პირი დამიხურა და მეუბნებოდა, რომ ნუ ვყვიროდი.”

როგორც 85 წლის ქალის ადვოკატი ამბობს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მას მომდევნო დღეებში შესაბამისი მუხლით გაასამართლებენ.

იხილეთ 25:46 წუთიდან:

onalem

ტესტ