fbpx
საზოგადოება

ცვლილება ფასდაკლებებთან და მაღაზიების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით!

უახლესი ინფორმაციით, პანდემიასთან დაკავშირებული მიზეზების გამო კვირას, 1 ნოემბერს, მაღაზიები არ იმუშავებს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ფასდაკლებებიდან გამომდინარე, რომელიც სწორედ 1 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, მაღაზიებიც შესაბამისად ღია იქნებოდა კვირა დღეს, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებულია.

ირკვევა, რომ შუასეზონური ფასდაკლებები დაიწყება 2 ნოემბერს და გასტანს 15 ნოემბრამდე.

შეგახსენებთ, რომ ყველა სავაჭრო დაწესებულებას მოეთხოვება თითოეულ პროდუქტზე მიუთითოს როგორც ახალი, ასევე ძველი ფასი, რათა მომხმარებლისთვის გასაგები იყოს, თუ საიდან მოხდა ფასის კლება.

onalem

ტესტ