fbpx
საზოგადოება

“ხალხს არ უნდა ვეჩხუბოთ! უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ტრანსპორტთან დაკავშირებით” – მარიოს ლაზანას

პათოლოგმა მარიოს ლაზანასმა საჯარო ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და განმარტა, თუ როგორი მნიშვნელოვანია მთავრობა დაეხმაროს ხალხს, ნაცვლად მათი კრიტიკისა.

“მიუხედავად იმისა, რომ ისინი ატარებენ ნიღბებს, მაინც არიან ერთმანეთთან ძალიან ახლოს, როდესაც საჯარო ტრანსპორტით მგზავრობენ. უნდა მოიძებნოს გამოსავალი ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ვეჩხუბოთ. უნდა გავხადოთ ყოველდღიურობა მარტივი მათთვის.

ვფიქრობ, რომ შესაძლოა დაემატოს ტურისტული ავტობუსები ან თუნდაც სამხედრო ავტობუსები იმისთვის, რომ აღარ იყოს მსგავსი გადატვირთულობა. დიახ, ამ ყველაფერს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. ვამბობ, რომ უნდა დავიცვათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხმა უნდა იშიმშილოს.”

ლაზანასმა ასევე აღნიშნა, რომ ემხრობა პირბადის უნივერსალური ტარების ვალდებულების დაწესებას ყველა რეგიონში, იქნება ეს “მწვანე” თუ “ფორთოხლისფერი” ზონა, ანუ იქაც კი, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, რათა მოხდეს პანდემიის აფეთქების პრევენცია.

onalem

ტესტ