fbpx
საზოგადოება

მინიმუმ 15.000 ევრო წინა მაგიდებთან ნიკოს ვერტის კონცერტზე – მიკონო მოლოდინებს აჭარბებს

დღეს, 15 ივლისს, ნიკოს ვერტი მიკონოს სანაპიროზე მდებარე ბარ-რესტორანში აუდიტორიას დაუვიწყარ საღამოს სთავაზობს, მაგრამ ეს სიამოვნება უკიდურესად ძვირი ჯდება. როგორც ირკვევა, ვერტის გამოსვლაზე დასასწრებად წინა მაგიდებთან ერთი ადგილის ღირებულება მინიმუმ 15.000 ევროა, ეს არის ყველაზე მცირე თანხა, რაც შეიძლება ადამიანმა გადაიხადოს, რომ ვერტის მოუსმინოს.

როგორც ჩანს, მიკონო ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, მოწყობილია სპეციალური სცენა, რომელიც ნახევრად წყალშია. რაც შეეხება ჯავშნებს, აუცილებელია, რომ ადგილის შესანახად საფასურის 50% გადაიხადოთ ანუ 7,500 ევრო, ხოლო დანარჩენი ადგილზე მისვლისას შეგიძლიათ დაფაროთ.

აღნიშნულ თანხაში შედის კერძები, არაყი, შამპანური, ტეკილა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა მაგიდები სრულად გადავსებულია ვერტის გულშემატკივრებით, ისრაელიდან, რომლებიც კოსმოპოლიტურ კუნძულზე კერძო თვითმფრინავებით ჩამოვიდნენ.

onalem

ტესტ