fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენისკენ მომავალ მატარებლებს ელექტრო ენერგიის კაბელები გადაუჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, ათობით მგზავრი, რომელიც მატარებლით ათენისკენ მოდიოდა, უბრალოდ ქუჩაში დარჩა. საბოლოოდ ისინი ავტობუსებში გადაიყვანეს, რათა დანიშნულების პუნქტამდე მისულიყვნენ. ლიანოკლადიდან დომოკომდე ელექტრო ენერგიის კაბელები, რომლებიც მატარებლის მუშაობას უზრუნველყოფს, სრულად გადაჭრილია.

პრობლემები ამის გამო რამდენიმე მატარებელს შეექმნა. თესალონიკიდან მომავალი 60-მდე მგზავრია თენში 4-5 საათის დაგვიანებით ჩამოვიდა, ცხადია ავტობუსებით.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა სპეციალური სამსახური, რათა კაბელები აღადგინონ, თუმცა, ზუსტად როდის აღდგება მატარებლების მუშაობა ცნობილი არ არის.

 

onalem

ტესტ