fbpx
საზოგადოება

ფრთხილად ტელეფონის დამტენთან და ყურსასმენებთან! გარდაცვლილია 24 წლის მამაკაცი

ეს ამბავი დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა, კარგი მაგალითია იმისა, თუ რამხელა სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ტექნიკას და მასთან დაკავშირებულ აქსესუარებს. 24 წლის მამაკაცი, რომელსაც ტელეფონი დასატენად ჰქონდა შეერთებული და ამასთანავე ყურსასმენები ეკეთა, დენის დარტყმით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოხდა მოკლე ჩართვა, რომელიც უხარისხო დამტენმა გამოიწვია. 24 წლის ახალგაზრდა წამებში დაიღუპა.

როგორც ცნობილია, ეს იყო Samsung-ის მარკის მობილური, თუმცა, ექსპერტიზის შედეგად თავად ტელეფონში ვერანაირი პრობლემა ვერ იპოვეს. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უხარისხო დამტენი გახდა.

კორონერის თქმით, მამაკაცი იმ მომენტისთვის ან მუსიკას უსმენდა ან ყურსასმენებით საუბრობდა. მოკლე ჩართვის დროს კი დენი მის სხეულზე ავტომატურად გადავიდა და ადგილზე გარდაიცვალა.

onalem

ტესტ