fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მოლოდინი და დიდი იმედგაცრუება – მძიმე პერიოდი საკის რუვასთვის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საკის რუვას ფსიქოლოგიური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. ზიგული კი მის გვერდითაა და როგორც ყოველთვის, მეორე ნახევარს ამხნევებს. რა მოხდა მომღერლის ცხოვრებაში?!

როგორც ჩანს, რუვას წარმატების გზაზეც გამოჩნდა დაბრკოლებები და იმედგაცრუება, რომელმაც ცნობილ ვარსკვლავზე ძალიან იმოქმედა.

ცნობილი იყო, რომ ტელეკომპანია SKAI-ზე უნდა დაწყებულიყო ახალი შოუ, რომელსაც რუვა წაიყვანდა. ამისთვის ის დიდი მონდომებით ემზადებოდა და ყველაფერი მზად ჰქონდა.

გადაღებები ჩატარდა და მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე პრემიერამდე, ტელეკომპანიამ განუცხადა, რომ გადაცემა გაუქმდა, ამის მიზეზად კი ყველაზე ყურებადი რეალითი შოუ, Survivor-ი დასახელდა.

როგორც ხელმძღვანელობამ რუვას აუხსნა, ტელეკომპანია მზად არ არის მისი საავტორო გადაცემის ეთერში გაშვებისთვის.

ამავე წყაროების ინფორმაციით, საკიმ დიდი ენთუზიაზმი და მონდომება ჩადო ამ საქმის გაკეთებაში და ამჟამად ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან გადაცემის ეთერში გასვლას მოუთმენლად ელოდებოდა.

 

onalem

ტესტ