fbpx
საზოგადოება

იტალიაში აბტობუსი გადაბრუნდა – მგზავრებს შორის არიან ქართველებიც

იტალიაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ავტობუსის მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტურისტული ავტობუსი, რომელშიც 50 ტურისტი იმყოფებოდა ფლორენციიდან სიენაში მიემართებოდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 30-მდე კი დაშავდა.

სააგენტოს ინფორმაციით, 4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. აღსანიშნავია, რომ ავტობუსში ქართველებთან ერთად რუსი, სომეხი, მოლდოველი და უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ.

onalem

ტესტ