fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის კუნძულებზე გამგზავრებას მხოლოდ ადგილობრივები შეძლებენ

იმის გამო, რომ ბოლო დღეების მანძილზე კუნძულების მიმართულებით ბევრმა ისურვა წასვლა, კირიაკოს მიცოტაკიმ ახალი გადაწყვეტილება მიიღო – კუნძულებზე გაემგზავრებიან მხოლოდ ისინი, ვინც იქ მუდმივად ცხოვრობს.

როგორც სოტირის ციოდრასმაც აღნიშნა, სურათი თითქმის ისეთივეა, როგორიც 15 აგვისტოს გვაქვს ხოლმე. თითქოს ხალხი კორონავირუსს გაურბის და ფიქრობენ, რომ კუნძულებზე საფრთხე არ ემუქრებათ. რეალურად კი, საფრთხე არის სწორედ იქ, სადაც უამრავი ადამიანი ერთად იყრის თავს.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ეს ზომა მიღებულია იმისთვის, რომ კუნძულების მოსახლეობა მეტად უსაფრთხოდ იყოს. დაუშვებელია იქ ჩადიოდეს ხალხი ტურისტული მიზნებით და ახლა დროა გამოვავლინოთ სოციალური პასუხისმგებლობა.

“ვირუსმა არ იცის საზღვრები და მანძილი. ძალიან პატარა კუნძულზე, სადაც ვიღაცას ჰგონია, რომ უფრო დაცული იქნება, მდგომარეობა ბევრად რთული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ავად იქ გახდება, რადგან იქ შესაბამისი მკურნალობის აღმოჩენა უბრალოდ ძნელი კიარა, შეუძლებელია,” ამბობს მიცოტაკი.

onalem

ტესტ