fbpx
საზოგადოება

ადამიანი, რომელიც 70 წელია მეტალის მოწყობილობაში ცხოვრობს, რომ იცოცხლოს და ამბობს, რომ მისი ცხოვრება იდეალურია

ამერიკელი მამაკაცის, პოლ ალექსანდერის ისტორია დაუჯერებელია. პოლი 70 წლის წინ, 6 წლის ასაკში, პოლიომიელიტით (წვავე ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის დაზიანება) დაავადდა და მას შემდეგ, იმისთვის, რომ იცოცხლოს რკინის ფილტვებში ცხოვრობს.

რას ნიშნავს ეს?!

პოლი სრულიად პარალიზებული იყო კისრის ქვემოთ, არ შეეძლო არც გადაადგილება და არც სუნთქვა. ცხადია, მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავდაპირველად მკურნალობდა. ექიმმა მას ტრაქეოსტომოა გაუკეთა და ბიჭი გადაარჩინა, თუმცა, საჭირო იყო, რომ მცირეწლოვანი ხელოვნურ ფილტვებში, ანუ მეტალის სპეციალურ მოწყობილობაში მოთავსებულიყო, რომლის საშუალებითაც ისუნთქებდა და იცოცხლებდა.

პოლი, 6 წლის ასაკში, როდესაც ვირუსული დაავადებით დაინფიცირდა.

მამაკაცი ამბობს, რომ მიუხედავად ამ მდგომარეობისა უყვარს პირით ხატვა, კითხვა და სწავლა, თუმცა, სძულს ტელევიზორი.

“ვიღვიძებ დილით, ვიბან სახეს და ვისუფთავებ კბილებს, შემდეგ ვსაუზმობ. რა თქმა უნდა, სხვისი დახმარებით. არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხართ, როგორია თქვენი წარსული ან გამოწვევები, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგეთ. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რაც გინდათ, უბრალოდ ბევრი უნდა იფიქროთ ამაზე და იმუშაოთ საკუთარ თავზე. 

ჩემი ცხოვრება იდეალურია, კარგი მაგალითია იმისა, რომ შეზღუდულმა შესაძლებლობებმა არ უნდა განსაზღვროს თქვენი ცხოვრება და მომავალი,” ამბობს მამაკაცი.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ თანამედროვე სახის ბევრი რესპირატორი გამოიგონეს, მაგრამ მამაკაცმა ისევ ძველ მოწყობილობაში დარჩენა გადაწყვიტა.

onalem

ტესტ