fbpx
საზოგადოება

ბერძენი მამაკაცი 1.000 ევროს სთავაზობს ქურდებს, რომლებმაც 36 ტომარა ზეთისხილი მოპარეს, რათა ნაყოფი დაუბრუნონ

ზეთისხილსა და ზეითუნის ზეთთან დაკავშირებული ინციდენტები სულ უფრო და უფრო მრავლდება და ახლა უკვე სხვა მასშტაბებს იძენს. საუბარია არა მხოლოდ ქურდობის შემთხვევებზე, არამედ მეპატრონეების მიერ მიღებულ უჩვეულო ზომებზე, რათა კუთვნილი ნაყოფი დაიბრუნონ.

როგორც ირკვევა, მესინიელ მეწარმეს თავისი პლანტაციებიდან 36 ტომარა მოპარეს, უკვე მოკრეფილი და დახარისხებული ზეთისხილი, რომლიდანაც ზეთი უნდა დაემზადებინათ. მისი თქმით, მხოლოდ ერთი ღამით დატოვა იქაურობა, რადგან ათენში უნდა ჩამოსულიყო გარკვეული საქმის მოსაგვარებლად და როცა უკან დაბრუნდა, ტომრები აღარ დახვდა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პლანტაციები მდებარეობს საკმაოდ ცენტრალურ ადგილას, გასაკვირია, რომ ვერავინ შენიშნა 36 ტომრის ქურდობა, რაც არც თუ ისე სწრაფად მოხდებოდა.

ამ ისტორიის ყველაზე უჩვეულო მხარე ის არის, რომ ბერძენი მეწარმე ქურდებს 1.000 ევროს სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფს დაუბრუნებენ.

“საქმე იმაშია, რომ ჩვენ ბიოლოგიურ ზეთს ვამზადებთ, რომელსაც აქვს უმაღლესი ხარისხი და ღირებულება, ვერ იპოვით ასეთ ზეთს მარტივად. დაახლოებით 400 ლიტრის გამოყვანა შეიძლებოდა მოპარული ზეთისხილიდან. ამიტომ 1.000 ევროს ვთავაზობ  მათ, ვინც ნაყოფი მომპარა, დამიბრუნონ და ამ თანხას მივცემ,” ამბობს მესინიელი მეწარმე.

onalem

ტესტ