fbpx
საბერძნეთი

ქაღალდის ბილეთების ნაცვლად მგზავრობის საფასურის გადახდა ტელეფონის საშუალებით – ცვლილება სულ მალე საჯარო ტრანსპორტში

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის სიუჟეტის მიხედვით, საბერძნეთში უახლოეს მომავალში ამოქმედდება ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც მგზავრობის საფასურის გადასახდელად საერთოდ აღარ იქნება საჭირო ქაღალდის ბილეთების შეძენა ან სპეციალური ბარათის ქონა, რომელსაც ახლა ვიყენებთ.

ცხადია, ზემოთ აღნიშნულთა გამოყენება მაინც იქნება შესაძლებელი, ვინაიდან სრულად არ გაუქმდება, თუმცა, აუცილებელი აღარ იქნება ბილეთების რიგში დგომა.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ დაინერგება “უკონტაქტო გადახდის სისტემა”, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პირდაპირ საბანკო ბარათებისა და მობილური ტელეფონების საშუალებით გადავიხადოთ მომსახურების საფასური, საკმარისი იქნება, რომ სპეციალურ აპარატებზე გავატაროთ ისინი, ქაღალდის ბილეთების ნაცვლად.

მოსალოდნელია, რომ ეს სისტემა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბილეთის გარეშე მგზავრობის სიხშირეს, რაც ახლა ტრანსპორტის სამინისტროს რამდენიმე მილიონი ევროს შემოსავალს “ართმევს”. ამასთანავე, შეამცირებს ბილეთების დამზადებისთვის საჭირო ქაღალდის რაოდენობას.

 

onalem

ტესტ