fbpx
საბერძნეთი

სრული ანშლაგი კონსტანტინოს არგიროს კონცერტზე ნიუ იორკში – მის მოსასმენად 15.000 ბერძენი მივიდა

ამერიკაში აუმრავი ბერძენი ცხოვრობს და აღნიშნულ ფაქტს მხოლოდ ისიც ადასტურებს, თუ რამდენი ადამიანი მივიდა ცნობილი მომღერლის, კონსტანტინიოს არგიროს კონცერტზე, რომელიც ნიუ იორკში გაიმართა. კონცერტი სრული ანშლაგით გაიმართა და არც მეტი, არც ნაკლები, 15.000 ბერძენი მივიდა მის მოსასმენად.

არგირო განსაკუთრებული ემოციებით დაიტვირთა ამდენი თანამემამულის მიერ მისი დაფასების გამო და უღრმესი მადლობა გადაუხადა ბერძნებს, კონცერტის ორგანიზატორებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა აღნიშნულის საღამოს მოწყობაში.

“გუშინდელი ღამე სამუდამოდ ჩაიბეჭდება ჩემს გულსა და გონებაში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი აქ ყოფნით მაგრძნობინა, რომ ჩემი ოცნება ახდა და ასეთი უნიკალური გამოცდილება მომცა,” თქვა კონსტანტინომ.

onalem

ტესტ