fbpx
საბერძნეთი

გლიფადა: ქალი და ბავშვი სიკვდილს, ფაქტობრივად, სასწაულებრივად გადაურჩნენ

ინციდენტი ათენის მდიდრულ გარეუბანში, გლიფადაში მოხდა, სადაც მოხუცი ქალბატონი და ბავშვი სიკვდილს, ფაქტობრივად, სასწაულებრივად გადაურჩნენ.

ირკვევა, რომ ქალი მანქანას მართავდა, რომელსაც შუა გზაზე ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ, მან რეაგირება მოასწრო, დიდი სიჩქარით გადმოვიდა მანქანიდან და გადმოიყვანა ბავშვიც, რომელიც უკანა სავარძელზე იჯდა.

ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზდა სახანძრო სამსახური და ცეცხლი ჩააქვრეს, რათა გარშემო არ გავრცელებულიყო. არსებობდა აფეთქების რისკიც.

აღსანიშნავია, რომ სანამ ყველაფერი დასრულდებოდა, პოლიციამ, უსაფრთხოების მიზნით, გზა გადაკეტა.

onalem

ტესტ