fbpx
საბერძნეთი

პატრა: კიდევ ერთი უპირბადო პოლიციელი, რომელიც ხალხს პირბადის არქონის გამო აჯარიმებს

მას შემდეგ, რაც ათენის ცენტრში პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭი პირბადის არქონის გამო დააჯარიმა, მაგრამ თავად ის ნიკაპზე ეკეთა, მსგავსი შემთხვევა პატრაშიც დაფიქსირდა.

ირკვევა, რომ ოფიცერმა რამდენიმე ადამიანი გააჩერა და 300 ევროიანი ჯარიმები გამოუწერა, მაგრამ როგორც კადრში ჩანს, თავად პირბადე საერთოდ არ აქვს, არათუ ნიკაპზე, ან ხელში.

მედია იუწყება, რომ პოლიციელმა საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ამავე დროს აცხადებს, რომ პირბადე იმიტომ მოიხსნა, რომ სასტვენი გამოეყენებინა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქმეში სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკო ჩაერია, რომელმაც ოფიცრის სხვა განყოფილებაში გადაყვანის ბრძანება გასცა. ცხადია, ამას გარდა, მას 300 ევროიანი ჯარიმაც გამოეწერა.

onalem

ტესტ