fbpx
საბერძნეთი

შობა მოკლემკლავიანებით – 26 გრადუსი საბერძნეთში და ამინდის ექსტრემალური “ქცევა”

საბერძნეთში მიმდინარე დღეებში სეზონისთვის უჩვეულოდ თბილა, თუმცა, სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ტემპერატურის ექსტრემალური მატებაა მოსალოდნელია, რაც ამინდის უჩვეულო “ქცევაზე” მიუთითებს. სამეცნიერო ჯგუფი აგრძელებს დაკვირვებას და კლიმატური ფენომენის მონიტორინგს.

როგორც ირკვევა, მომდევნო ოთხი დღის მანძილზე სეზონი გაზაფხულს უფრო დაემსგავსება, ვიდრე ზამთარს და შობას, ფაქტობრივად, მოკლემკლავიანებით შევხვდებით.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, მინიმუმ 19 დეკემბრამდე საბერძნეთში თბილი ჰაერის მასები შემოიჭრება და ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსს გადააჭარბებს, ნავარაუდევია, რომ ზოგიერთ რეგიონში დაფიქსირდება 26 გრადუსიც.

არსებული ცნობებით, ბოლო ათწლეულების მანძილზე დეკემბრის შუა რიცხვებში საშუალო ტემპერატურა 15 გრადუსი იყო, კრეტაზე 16,5 გრადუსი, თესალონიკში კი, 11 გრადუსი. წელს კი, როგორც ჩანს, ეს მაჩვენებელი ნორმალურისგან 10 გრადუსით იხრება.

onalem

ტესტ