fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

გაუხსნელი მკვლელობა ხალანდრში: “მას ადრე დიდი ფული მოპარეს”

რამდენიმე დღის წინ ხალანდრში მდებარე კორპუსში 64 წლის მამაკაცი დაახლოებით ორი თვის გარდაცვლილი იპოვეს. მას ყოფილი მეუღლე და ბინის პატრონი დეკემბრის შემდეგ ეძებდნენ და როდესაც ქირის გადასახდელად არ გამოჩნდა, მამაკაცმა სახლში მიაკითხა, სწორედ მაშინ, საშინელი სუნის გამო, მიხვდა, რომ იქ გარდაცვლილი იყო.

გამოძიების თანახმად, ცხედარს არ აღენიშნება არანაირი გარეგანი დაზიანება, არც ტყვია და არც დანით ან რაიმე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები. დანიშნულია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს სიკვდილის ზუსტ მიზეზს.

ჩვენებების მიხედვით, ის ადრე ძარცვის მსხვერპლი გახდა, დაუკარგავს ძალიან დიდი რაოდენობით თანხა.

როგორც ცნობილია, 64 წლის ბერძენი გერმანელ ქალთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ამ დროისთვის იძებნება და ერთ-ერთი ეჭვმიტანილია.

იხილეთ რეპორტაჟი:

onalem

ტესტ