fbpx
საბერძნეთი

ბერძნები ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობენ, მილიონერი უცხოელები კი, საბერძნეთში მუდმივად გადმოდიან

იმის პარალელურად, რომ საკმაოდ ბევრი ბერძენი ფიქრობს ქვეყნის დატოვებაზე და ემიგრაციაში წასვლაზე, უკეთესი ბედის საძიებლად, ასევე ბევრია ისეთი უცხოელი, თანაც მილიონერი, რომელიც საბერძნეთს მუდმივ საცხოვრებლად ირჩევს. ფაქტია, რომ ამ ყველაფერს უკვე პრატქიკაშიც ახორციელებენ.

ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სახლებს კუნძულებზე ყიდულობენ და მხოლოდ ზაფხულის სეზონზე კი არა, არამედ მთელი წლის მანძილზე ცხოვრობენ იქ. საბერძნეთის აწ უკვე მუდმივი მაცხოვრებლები მართავენ თავიანთ ბიზნესს დისტანციურად და თან მზითა და ზღვით ტკბებიან.

საერთაშორისო ორგანიზაციის, Henley Global Citizens Report-ის მიხედვით, წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ საბერძნეთში 1,200 ბიზნესმენი დასახლდეს მუდმივად, რომელსაც საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

რატომ?!

საბერძნეთი სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, მეორეს მხრივ კი, ვინც 250.000 ევროს ღირებულების ქონებას შეიძენს, “ოქროს ვიზა” გარანტირებული აქვს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ამ შემთხვევაში, მოქალაქეობაზეც კი შეუძლია განაცხადის შეტანა.

ამას გარდა, კონკრეტული მიმართულების მკვლევარები აღნიშნავენ, რომ საბერძნეთში მილიონრების მიგრაცია გამოიწვია პანდემიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რუსეთ-უკრაინის ომმა, სოციალურმა არასტაბილურობამ ჩინეთში და კაპიტალის მნიშვნელოვანმა გადინებამ.

onalem

ტესტ