fbpx
საბერძნეთი

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გაფრთხილება ატიკის მოსახლეობას ხვალინდელი დღესთან დაკავშირებით

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 17 ივლისს, ატიკასა და კიდევ რამდენიმე რეგიონში ხანძრების მაღალი რისკი ფიქსირდება.

კერძოდ, ატიკა მოქცეულია ე.წ. “ნარინჯისფერ” ზონაში, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს, პირველ რიგში თავი შეიკავოს ისეთი საქმიანობისგან, რომელმაც ცეცხლის გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს, ხოლო თუ შენიშნავენ, რომ სადმე ხანძრის კერა ფიქსირდება, დაუყოვნებლივ შეატყობინონ სახანძრო სამსახურს.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო და სამაშველო სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს სიტუაციების მართვისთვის და პატრულირებას აძლიერებს.

17 ივლისს ხანძარსაშიში ზონებია:

ატიკა

ვიოტია, ევია

კორინთია, არგოლიდა

კრეტა

ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები.

onalem

ტესტ