fbpx
საბერძნეთი

ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედმა ორგანომ მამა ანტონიოსა და მისი მეუღლის ქონება სრულად გაყინა

ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ორგანოს ხელმძღვანელის, ხარალამბოს ვურლიოტის ბრძანების შესაბამისად, Κιβωτού του Κόσμου-ს ხელმძღვანელების, მამა ანტონიოს, მისი მეუღლის და კიდევ ორი პირის ქონება სრულად დააყადაღეს.

ვურლიოტის განცხადებით, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედ ორგანოს სწორედ პროკურატურამ გადაუგზავნა გამოძიების დასკვნები, რომელთა მიხედვითაც, არსებობს სერიოზული მტკიცებულებები დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მამა ანტონიომ, მისმა მეუღლემ და კიდევ რამდენიმე პირმა ჩაიდინეს, სულ მცირე ორმა ადამიანმა.

ანაგრიშებზე არსებული დიდი თანხებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ადგილი აქვს ფულის გათეთრებასა და გაფლანგვას.

კერძოდ, როგორც ჩანს, წყვილი ცხოვრობდა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის თანხებით, საეჭვოდ ითვლება უძრავი ქონების შეძენის ფაქტებიც, მამა ანტონიოს მხრიდან.

საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

onalem

ტესტ