fbpx
საბერძნეთი

“მორბენალი” 33 წლის შემდეგ ომონიაზე ბრუნდება

გავრცელებული ინფორმაციით, ჰილტონთან ამაყად მდგომი “მორბენალი” სულ მალე ადგილმდებარეობას შეიცვლის.

როგორც ცნობილია, შუშის ქანდაკება 1988 წელს შეიქმნა და თავდაპირველად სწორედ ომონიაზე დაიდგა, იქ, სადაც ახლა შადრევანია გაშენებული. გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალურ მოედანზე მეტროს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, “მორბენალის” გადაადგილება მოუწიათ და ჰილტონის წინ გადაიტანეს.

ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, შუშის ქანდაკება ისევ ომონიაზე დაბრუნდება. როგორც მისი შემქმნელი, კოსტას ვაროცო ამბობს, მისი ნამუშევრების გადაადგილების ფაქტი სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირებულა, მან ათენის მერიას თანხმობა მისცა, რომ “მორბენალი” ომონიაზე დაბრუნდეს, თუმცა, ძალიან აინტერესებს, როგორ მოხდება ეს ყველაფერი, ვინაიდან, როგორც ამბობს, პროცესი ადვილი არ იქნება.

onalem

ტესტ