fbpx
საბერძნეთი

ბერძნული კინოს ლეგენდა, მერი ხრონოპულუ, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბერძნული კინოს მსახიობი, მერი ხრონოპულო, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილი იყო, ხრონოპულო საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდა.

მსახიობი საკუთარ სახლში წაიქცა, სადაც მისმა დამხმარე ქართველმა ქალბატონმა იპოვა და მას შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. რამდენიმე დღის მანძილზე ხრონოპულო სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო და დღეს, 6 ოქტომბერს გარდაიცვალა.

1960-1970-იან წლებში მერი ხრონოპულუ ითვლებოდა ბერძნული კინოს უმნიშვნელოვანეს და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად, ბერძნული კინოს ოქროს წლებში მან უდიდეს წარმატებას მიაღწია და დღემდე არ კარგავდა ხალხის სიყვარულს.

მერი ხრონოპულუ 1968 წელს

1963 წელს

onalem

ტესტ