fbpx
საბერძნეთი

“ხვალიდანვე სავალდებულო ვაქცინაცია ყველასთვის, თუ დროის მოგება გვინდა” – თეოდოროს ვასილაკოპულოს

პროფესორმა, თეოდოროს ვასილაკოპულომ დღეს ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე საბერძნეთში არსებულ ეპიდმდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თუ ქვეყანას დროის მოგება და ხალხის გადარჩენა უნდა, ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო უნდა გახდეს, თანაც ხვალიდანვე.

“საბერძნეთში და ზოგადად, ევროპაში, ვცდილობთ უზრუნველვყოთ სიკვდილის დემოკრატიული უფლება, ანუ ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება არ აიცრას და მოკვდეს. თუმცა, ამ უფლებას არ ვაძლევთ მძღოლს, რომელიც მანქანას მართავს, ვავალდებულებთ, რომ ღვედი ჰქონდეს შეკრული.

ყველა რომ ვაქცინირებული ვყოფილიყავით, ვიდარდებით ინფიცირების შემთხვევებზე ან ჯანდაცვის სისტემის ზეწოლაზე?! ამჟამინდელ ზომებს მცირე შედეგი ექნება! 12 საათამდე ვიქნებით ბარში, როცა დაიკეტება, მოედნებსა და სკვერებში გადავინაცვლებთ. თუ მოედნებზე ავკრძალავთ გადაადგილებას, სახლებში მოვაწყობთ წვეულებებს და ამ ყველაფრის გამოცდილება უკვე გვაქვს.

თუ საბერძნეთში დროის მოგება გვინდა, ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს. დროს მოვიგებთ, თუ ხვალ გამოვალთ და ვიტყვით, სავალდებულო ვაქცინაცია ყველასთვის!” – განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ