fbpx
საბერძნეთი

ომონიის წარმოუდგენლად ლამაზი მოედანი – ათენის მუნიციპალიტეტმა შადრევანი გახსნა

როგორც უკვე ცნობილია, ომონიაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა და კოსტას ბაკოიანიმ მოედანი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.

ომონიას დაუბრუნდა ისტორიული სახე და ამუშავდა შთამბეჭდავი შადრევანი, რომელიც ადგილობრივებისა და ვიზიტორებისთვის მოედანს კიდევ მეტ დანიშნულებას მიანიჭებს.

შადრევნის დიამეტრი 30 მეტრია და როგორც ირკვევა ის ევროპაში ყველაზე დიდ შადრევანთა სიაშია.

განახლებული ომონიის სანახავად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ბაკოიანიმ განაცხადა, რომ მოედანი მარტში უკვე მზად იყო, მაგრამ მისი გახსნა კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა.

 

onalem

ტესტ