fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ექიმმა 70 ევრო გამოართვა ქალს, რომელიც არც კი გასინჯა და მხოლოდ 1 წუთი დაუთმო

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ პატრაში მოხდა, სადაც ცოლ-ქმარი სამედიცინო ცენტრში გამოკვლევების გასაკეთებლად მივიდა.

როგორც წყვილი აცხადებს, ისინი უკვე ნამყოფი იყვნენ კერძო ნევროლოგთან და დიაგნოზიც ჰქონდათ. მხოლოდ ამ ექიმმა ქალი გადაამისამართა კონკრეტულ სამედიცინო ცენტრში, რომ მხოლოდ გამოკვლევა ჩაეტარებინა, რადგან კონსულტაცია აღარ სჭირდებოდა.

მიუხედავად ამისა, ცოლ-ქმარს ადგილზე დახვდა ექიმი, რომელმაც ზუსტად 1 წუთიანი კონსულტაცია გაუწია, მხოლოდ მიმართულება მისცა, თუ სად უნდა მისულიყვნენ გამოკვლევის გასაკეთებლად და საბოლოოდ, 70 ევროს გადახდა მოითხოვა. როდესაც მათ ეს ფაქტი გააპროტესტეს, განუცხადა, რომ დრო დაუთმო და ეს ჩვეულებრივი სახის კონსულტაცია იყო, შესაბამისად, თანხა უნდა გადაეხადათ.

მამაკაცი ამბობს, რომ ექიმმა მისი მეუღლე არც გასინჯა და არც არანაირი კონკრეტული საკითხი განუხილავთ, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლოგიკურად მიიჩნევდნენ, თანხის გადახდის საჭიროებას.

“ზუსტად 1 წუთი დაგვითმო, რომ ეთქვა, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და ამაში 70 ევრო გადავიხადეთ. პირველად მესმის მსგავსი რამ,” ამბობს მამაკაცი.

onalem

ტესტ