fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 2 წლიანი პირობითი პატიმრობა ქალს, რომელმაც 70 წლის დედამთილი ქუჩაში სასტიკად სცემა

თესალონიკის სასამართლომ ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ქალს, ყოველგვარი შემამსუბუქებელი გარემოებების გარეშე, მისი ბრალდება კი, საკუთარ დედამთილზე ფიზიკური ძალადობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ქალი დედამთილს შუა ქუჩაში გაუსწორდა ფიზიკურად, შედეგად კი, პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მის ყოფილ მეუღლეს მათი ორი არასრულწლოვანი ბავშვი დედამისის სახლში ჰყავდა წაყვანილი და სუფრასთან ისხდნენ. ქალმა ჯერ თავის გოგონას დაურეკა და ტელეფონიდანვე დაიწყო ჩხუბი, ხოლო რამდენიმე წუთში უკვე სახლთან მივიდა. როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, ყვირილი დაუწყო და ყოფილი მეუღლის მანქანა დააზიანა.

“ჩემს ყოფილ მეუღლესთან ორი შვილი მვყავს. იმ დღეს დედაჩემის სახლში სუფრასთან ვისხედით, როცა ჩვენს 14 წლის გოგონას დაურეკა და უთხრა, რომ მისთვის სახლის გასაღები დაებრუნებინა და აღარასოდეს დაბრუნებულიყო იქ. როცა სახლში მოვიდა, დედაჩემს დაუპირისპირდა, ქუჩაში მიწაზე დააგდო და სახისა და სხეულის არეში ურტყამდა. მაშინვე მივედი, რომ შემეჩერებინა, სრულიად დაკარგული ჰქონდა კონტროლი საკუთარ თავზე,” აცხადებს 42 წლის მამაკაცი.

მისივე განცხადებით, ყოფილ მეუღლეს აქამდე მსგავსი საქციელი არ ჩაუდენია და პირველად მოხდა ასეთი ჩხუბი, ფიქრობს, რომ ამ ყველაფრით მათი ყურადღების მიქცევა უნდოდა, რადგან საკმაო ხანი იყო, რაც აღარ ეკონტაქტებოდნენ.

სასამართლო პროცესზე გამოცხადდა უამრავი მეზობელი, რომელმაც დაადასტურა 36 წლის ქალის მხრიდან გამოვლენილი სისასტიკე და საბოლოოდ მას 2 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

onalem

ტესტ