fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის გაფრთხილება კარანტინის გამკაცრებასთან დაკავშირებით

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა საგანგებო ეთერის საშუალებით განაცხადა, რომ აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა და თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას აქამდე მიღწეული შედეგები.

დღეს საბერძნეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1.190 ახალი შემთხვევა, რაზეც მინისტრმა განაცხადა:

“დღევანდელ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება თესალონიკში, კილკიში, ქსანთიში, პიერიაში, დრამაში, კოზანში, გრევენაში, პელაში, ლარისაში, როდოპსა და დასავლეთ ატიკაში.

თუ დავინახავთ, რომ მონაცემები კიდევ უფრო უარესდება, განვიხილავთ დამატებით ზომებს თითოეული რეგიონისთვის ინდივიდუალურად.

შესაძლოა, რომ კარანტინი გამკაცრდეს ადგილობრივად, ანუ არა მთელ საბერძნეთში, არამედ იქ, სადაც ამის კონკრეტული საჭიროება იქნება.

ხვალ დილის 09:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება მოლაპარაკებები 7 რეგიონალურ ცენტრთან, სადაც მედპერსონალი უკვე დაიწყებს რეგისტრაციას ვაქცინის გასაკეთებლად. ჩვენ ვსაუბრობთ სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებზე: ექიმებზე, ექთნებზე, დამლაგებლებზე, ყველაზე, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, ნებისმიერი განხრით,”განაცხადა მინისტრმა.

onalem

ტესტ