fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობის გეგმა B თუ მდგომარეობა დამძიმდა – კვლავ აკრძალვა გადაადგილებაზე?!

ბერძნული მედია გეგმა B-ს შესახებ იუწყება, რომელიც საბერძნეთში შეიძლება იმ შემთხვევაში ამოქმედდეს, თუ ეპიდმდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

დღეს გამოვლინდა 7,335 ინფიცირებული, რაც პანდემიის ისტორიაში საბერძნეთში ყველაზე მაღალი რიცხვია. როგორც მედია იუწყება, გეგმა B-ს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია გარკვეულწილად გასული წლის შეზღუდვების გამეორება. არსებობს ექსპერტთა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა გადაადგილებაზე კვლავ დაწესდეს აკრძალვები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც “წითელ” ზონაში ხვდებიან.

იგულისხმება, რომ შესაძლოა გადაადგილება ღამის საათებში კვლავ აიკრძალოს, ხოლო კაფეების, ბარების და კლუბების მუშაობის გრაფიკი მხოლოდ 12:00 ან 01:00 საათამდე იყოს.

გარდა ამისა, ისინი გასცემენ რეკომენდაციას, რომ სარესტორნო სფეროს დაწესებულებებმა კლიენტთა მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა მიიღონ და თითოეული კლიენტისთვის გამოყოფილი იყოს სკამი. ეს ნიშნავს, რომ კლუბებში ფეხზე დგომა არ იქნება შესაძლებელი.

მიუხედავად ყველაფრისა, საბერძნეთის განვითარების მინისტრი, ადონის გეორგიადი აცხადებს, რომ ძველი ტიპის კარანტინი არცერთ შემთხვევაში არ დაბრუნდება.

 

onalem

ტესტ