fbpx
საბერძნეთი

საზარელი ავარია საბერძნეთში: დაღუპულები არიან 16 და 18 წლის ბავშვები – მანქანას 15 წლის ბიჭი მართავდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საზარელი ავარია კორინთოში მოხდა – დაღუპულები არიან 16 და 18 წლის ბავშვები, მძიმედ არის დაშავებული 15 წლის ბიჭი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ირკვევა, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა – ერთს 15 წლის ბიჭი მართავდა და სწორედ ამ მანქანაში ისხდნენ მისი 18 წლის და და 16 წლის მეგობარი ბიჭი, რომელთაგან ორივე ადგილზე დაიღუპა. ხოლო მეორე მანქანას 65 წლის ბრიტანელი ტურისტი მართავდა, რომელსაც ის შვებულებისთვის ჰქონდა ნაქირავები. ტურისტს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამედიცინო ბრიგადის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდის მდგომარეობა შეფასდა, როგორც უკიდურესად მძიმე, შესაბამისად, ათენში გადმოიყვანეს, მკურნალობის მიზნით.

მანქანაში იჯდა კიდევ ერთი, 18 წლის ბიჭი, რომელმაც მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

 

onalem

ტესტ