fbpx
საბერძნეთი

ამინდის მკვეთრი გაუარესება საბერძნეთში – ჩრდილოეთის ძლიერი ქარი და წვიმა შაბათ-კვირას

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, შაბათ-კვირას საბერძნეთში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღემდე ქვეყანაში საგაზაფხულო ამინდი გვაქვს და სუსხი არ გვაწუხებს, როგორც ჩანს, 6-7 იანვარს ზამთარი თავის სახეს დაგვანახებს.

დასავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრას ხვალიდან მოჰყვება ტემპერატურის კლება და ზოგადი გაუარესება, რომლის ძირითადი მახასიათებლებიც იქნება ნალექი და ძლიერი ქარი.

თავდაპირველად წვიმა მოსალოდნელია ეგეოსის, აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკის კუნძულებზე, შემდეგ ძლიერი ქარი და წვიმა გავრცელდება თრაკიში, იონიის ზღვაში, იპიროსა და დასავლეთ პელოპონისოშიც.

განსაკუთრებით ინტენსიური იქნება ფენომენი ჩრდილოეთითა და დასავლეთით, სავარაუდოდ, დაფიქსირდება სეტყვაც.

იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი, რომლის ძალაც 7-8 ბალს მიაღწევს, რაც წიმასთან ერთად, საკმაოდ რთულ პირობებს შექმნის.

რაც შეეხება კონკრეტილად ათენს, მოსალოდნელია ღრუბლიანობა ხვალინდელი დღიდან, თუმცა, წვიმა მხოლოდ კვირას, 7 იანვარს, ტემპერატურა სხვა რეგიონებთან შედარებით, მკვეთრად არ დაეცემა და იქნება 16-17 გრადუსი.

onalem

ტესტ