fbpx
საბერძნეთი

სუსხი და წვიმა დღეს საბერძნეთში – როდემდე შენარჩუნდება არასტაბილური ამინდი?!

დღეს საბერძნეთის უმეტეს რეგიონებში სიცივე, ღრუბლიანობა და პერიოდული წვიმაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ძლიერი ქარს პროგნოზირებენ თესალიაში, დასავლეთ და ცენტრალურ სტერეაში, პელოპონისოში, კრეტაზე, კიკლადესის კუნძულებსა და დოდეკანესის კუნძულებზე.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ მთიან რეგიონებში დაფიქსირდება თოვაც, ხოლო ქარის ძალა 7-დან 8 ბალამდე იმერყევებს.

საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე ტემპერატურა 8-დან 10 გრადუსამდე აიწევს, ხოლო კუნძულებზე მაქსიმუმ 14 გრადუსი დაფიქსირდება.

ხვალ, ხუთშაბათს, კვლავ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. პარასკევსა და შაბათს ჰაერი ათენში 15 გრადუსამდე გათბება, ხოლო კვირიდან კვლავ დაეცემა 12 გრადუსამდე.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ამინდი “სუფთა ორშაბათის” ჩათვლით არასტაბილური იქნება, ნალექის თვალსაზრისით.

 

onalem

ტესტ