fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი თავის კლუბში ყველას უშვებდა და ტელეფონის კამერებზე სტიკერებს უკრავდა

მიკონოს მსგავსად გამოსავალი ევიაში მდებარე ერთ-ერთი საზაფხულო კლუბის მფლობელმაც იპოვა და საკუთარ დაწესებულებაში უშვებდა იმაზე მეტი რაოდენობის ხალხს, ვიდრე ეს დასაშვებია.

ირკვევა, რომ მან შეიმუშავა შემდეგი გეგმა: კლუბში უშვებდა ყველა მსურველს, ახალგაზრდებს, მათ შორის არასწულწლოვნებს, მხოლოდ ერთი პირობით – ტელეფონების კამერებზე უკრავდა სტიკერებს, რომ არანაირი კადრი არ გადაეღოთ და არ გავრცელებულიყო, რომ ადგილზე სრული ქაოსი იყო და უსაფრთხოების ყველა ნორმა ირღვეოდა.

იმის ნაცვლად, რომ თანამშრომლებს კლიენტების მიერ ზომების დაცვა გაეკონტროლებინათ, ისინი დადიოდნენ და ამოწმებდნენ, ტელეფონებზე სტიკერები ხომ არ ჰქონდათ მოხსნილი ან შემთხვევით ხომ არ ჰქონდათ მომძვრალი. თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდებოდა, ახალგაზრდებს ემუქრებოდნენ კიდეც.

 

onalem

ტესტ