fbpx
საბერძნეთი

მიკონო: კორონა-წვეულებებმა ბარებიდან იახტებზე გადაინაცვლეს – ნახეთ კადრები

კოსმოპოლიტურ კუნძულზე კორონა-წვეულებებმა ბარებიდან და კლუბებიდან იახტებსა და ვილებში გადაინაცვლეს. მიკონოზე დღემდე მოქმედებს შემზღუდველი ზომები, თუმცა, ტურისტებს ეს გართობაში არ უშლით ხელს.

ვრცელდება კადრები ერთ-ერთი ასეთი წვეულებიდან, რომელიც მდიდრულ იახტაზე გაიმართა. შეკრებილი იყო ათობით ადამიანი, არავინ იცავდა უსაფრთხოების წესებს და ცხადია, არ ატარებდნენ არც პირბადეებს.

შეგახსენებთ, რომ მიკონო “წითელ” ზონაშია მოქცეული, ბოლო პერიოდში პანდემიის აფეთქებიდან გამომდინარე.

onalem

ტესტ