fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან აფრიკული მტვრის მაღალი ინტენსივობა საბერძნეთში – ტალახიანი წვიმა და ტემპერატურის ვარდნა

სინოპტიკოს კლეარხოს მარუსაკის ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი. მარუსაკი აცხადებს, რომ 16 აპრილიდან ქვეყანას კვლავ აფრიკული მტვრის სქელი მასები “დაატყდება” თავს, რაც ნალექთან ერთად გამოიწვევს ტალახიან წვიმას.

სინოპტიკოსის პროგნოზით, ამინდის ცვლილება ხვალ ღამიდან იქნება შესამჩნევი, ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ იტალიაში მოსული ნალექი და ქარი გავლენას მოახდენს მტვრის გადაადგილებაზე საბერძნეთის ტერიტორიაზე და შაბათ-კვირას ხილვადობა საგრძნობლად იქნება შეზღუდული.

რაც შეეხება ტემპერატურას, შედარებით დაიკლებს და კვირასა და ორშაბათს 13 გრადუსზე მეტი არ დაფიქსირდება. სინოპტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ითოვოს საბერძნეთის ჩრდილოეთით, მთიან ტერიტორიებზე.

გაუარესებული ამინდი ოთხშაბათამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი, კვლავ გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

დღეისთვის ათენში მოსალოდნელია 22, ხოლო თესალონიკში 20 გრადუსი.

onalem

ტესტ