fbpx
საზოგადოება

“შვილები არ ვიყოლიე, რადგან მონა მათი გავხდებოდი და ყველაფერს უკან მოვიტოვებდი” – სმარაგდა კარიდი

ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და ტელეწამყვანი, სმარაგდა კარიდი ნიკოს ხაძინიკოლაუს გადაცემაში, Ενώπιος Ενωπίω, იყო მიწვეული, სადაც ისაუბრა საკუთარ ხასიათზე, საკუთარ პროფესიასა და შვილებზე, რომელიც არასოდეს ჰყოლია.

კარიდის თქმით, მშობლების წყალობით, ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მსახიობობა ის პროფესია იყო, რომელსაც მომავალში ემსახურებოდა და დასძინა, რომ პატარა ასაკში საკმაოდ მორცხვი და მშიშარა იყო.

“ყოველთვის ვიცოდი, რომ სამსახიობო ნიჭი მქონდა, მაგრამ იმდენად მშიშარა ვიყავი, არ შემეძლო ამის გამოხატვა, წარუმატებლობის მეშინოდა.”

ამბობს, რომ სკოლაში ცუდი მოსწავლე იყო, რადგან მთელი ყურადღება სიყვარულზე ჰქონდა გადატანილი, მაგრამ ნელ-ნელა იპოვა ბალანსი პირად ცხოვრებასა და პროფესიას შორის.

“არ დავქორწინდი, რადგან ეს არ იყო ჩემს ინტერესებში. ქორწინების მიზეზი ვერ ვიპოვე.” რაც შეეხება შვილებს, მსახიობი განმარტავს: “ბავშვები არ ვიყოლიე, რადგან მათი მონა გავხდებოდი და ყველაფერს უკან მოვიტოვებდი. ეს ჩემი ძაღლისგან გამომდინარე გავაცნობიერე. ვგრძნობდი, რომ არ მქონდა რესურსი ან სურვილი, რომ საკუთარი თავი მსგავსი რაღაცისთვის მიმეძღვნა. არასოდეს მქონდა ინტერესი.”

onalem

ტესტ