fbpx
საბერძნეთი

ოლიმპოს მთაზე მარიხუანას პლანტაციები აღმოაჩინეს – ნაპოვნია 5.000 ნერგი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ოლიმპოს მთაზე მარიხუანას პლანტაციები აღმოაჩინეს. ნაპოვნია დაახლოებით 5.000 ნერგი, რაც ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც კი ბოლო წლებში დაფიქსირებულა.

კერძოდ, პლანტაციები აღმოაჩინეს ოლიმპოს მთის მიუდგომელ ნაწილში და სავარაუდოდ, ამდენი ხნის მანძილზე ამიტომ რჩებოდა შეუმჩნეველი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნერგების ეტაპობრივი გადატანა ლიტოხოროს ტერიტორიაზე, სადაც პროტოკოლის მიხედვით, მათი განადგურება მოხდება.

ამ დროისთვის აღნიშნულ საქმეზე ორი პირია დაკავებული, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ჯამში 15 ადამიანია გარეული.

onalem

ტესტ