fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მინი მარკეტიდან გაყიდულ კონტეინერში მუშამ 50.000 ევრო აღმოაჩინა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ეტოლოაკარნანიას სოფელ კარაისკაკიში მოხდა. ცხვრის ფერმის ერთ-ერთმა მუშამ კონტეინერში 50.000 ევრო იპოვა და აქედან შობა-ახალ წელს, პირადი სიამოვნებისთვის, 14.000 ევროს დახარჯვაც მოასწრო.

ისტორია კი შემდეგნაირად იწყება… ამავე სოფელში მინი მარკეტს ფლობს ორი ძმა, რომელთაგან ერთ-ერთმა მაღაზიაში არსებულ კონტეინერში 50.000 ევრო ჩადო, შენახვის მიზნით, ამის შესახებ კი, მეორემ არ იცოდა. აღნიშნული კონტეინერი გაიყიდა, ვინაიდან მეორეს არ მიაწოდა ინფორმაცია დანაზოგის არსებობასთან დაკავშირებით.

ირკვევა, რომ მყიდველი სოფლის მწყემსი იყო, რომელმაც კონტეინერი თავის მუშას მისცა, თანხაც სწორედ მან იპოვა, არაფერი თქვა და მისი ხარჯვა დაიწყო. როდესაც თანხის მფლობელმა აღმოაჩინა, რომ კონტეინერი გაიყიდა, კამერის ჩანაწერების საშუალებით მიაგნეს მყიდველს და შესაბამისად მუშასაც.

არსებული ცნობებით 36.000 ევრო პატრონებს დაუბრუნდათ, დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით კი, რა შეთანხმებას მიაღწიეს, ჯერჯერობით უცნობია.

onalem

ტესტ